შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** ახალი რეცეპტურისა და კალკულაციების შედგენა-განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან;
** სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** ენერგიული;
** კრეატიული და შემოქმედი;
** ორგანიზებულობა, საქმის ვადებში შესრულების უნარი;
** მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს სწრაფი და ეფექტური შესრულების უნარი;
** დისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა;
კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@sairmeresort.ge
შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!