www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი;
სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს;
გამოსაცდელი ვადა: 1-3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1- Upper intermediate);
** თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განათლება სასტუმროს მართვის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაწერის პროცედურების განხორციელება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისთვის ოთახის მომსახურების გაწევა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება;
** სტუმრების პრეტენზიებისა და რჩევების გათვალისწინება და დროული რეაგირება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველდღიური რეპორტინგი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |