www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

"ეისითი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ ადამიანს კვლევის ინტერვიუერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონისთვის(ქუთაისი). შენ, როგორც ინტერვიუერს, გექნება შესაძლებლობა მრავალფეროვან, საინტერესო პროექტებში მიიღო მონაწილეობა, გაიგო საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე და ამავე დროს გქონდეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ვის ვეძებთ:

** გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;
** ხარ თვითორგანიზებული და ცნობისმოყვარე;
** პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
** გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური უნარები.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** პირისპირ ინტერვიუების (კარდაკარის პრინციპით) განსაზღვრულ ვადებში ჩატარება;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება ველის მენეჯერთან;
** ზოგად/პროექტებით გათვალისწინებულ ტრენინგების დასწრება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების დაცვა.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** უმაღლესი განათლება;
** კვლევით, ჟურნალისტიკის სფეროში გამოცდილება.

"ეისითი" საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი ეისითი-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ეისითი კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 80 მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურეობის ხელშეკრულება
ანაზღაურება: გამომუშავებით-შესრულებული პროექტების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: n.sinauridze@act-global.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |