www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" არის ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს საბუღალტრო, ფინანსურ, იურიდიულ, ბიზნეს და საინვესტიციო მომსახურებასა და კონსულტაციებს.

ჩვენი კომპანიის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბუღალტრო მომსახურება, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნეს გეგმის, მარკეტინგული კვლევის მომზადება, ბიზნესის შეფასება, საინვესტიციო პროექტის მომზადება და დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობა და სხვა.

ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს.

პოზიცია: სოციალური მედიის მართვის ჯგუფის უფროსი
(ჯგუფში შემადგენელი კომპანიებისთვის)
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

ვეძებთ სოციალური მედიის მართვის ჯგუფის უფროსს, რომლის შემადგენლობაში შედის კომპანიები სხვადასხვა სფეროდან - ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი, ველნესი, წარმოება, მომსახურება.
ამჟარად განიხილება ჯგუფისთვის სოციალური მედიის მართვის გუნდის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯგუფში შემავალი კომპანიების ციფრული მედია-არხების (Facebook, Instagram, Twitter, YouTube) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი
** ჯგუფისთვის სოციალური მედიის მართვის ჯგუფის დაკომპლექტება და მათი ხელმძღვანელობა
** სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება და განთავსება;
** ვებ გვერდისთვის კონტენტის შექმნა და მართვა
** ჯგუფის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის მიწოდება
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და შედეგების მონიტორინგი
** ციფრული არხებისთვის ვიზუალის შექმნა
** მარკეტინგის გუნდთან ერთად ჯგუფის სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება
** მომხმარებლებთან ელექტრონული კომუნიკაცია, შემოსული შეტყობინებების მართვა და მონიტორინგი
** სოციალურ ქსელში აქტივობის სტატისტიკის წარმოება და მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში ფოტოსესიის მონიტორინგი და პროცესში ჩართულობა
** სხვა შესაბამისი საქმიანობა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** დამატებით უპირატესობად ჩაითვლება კომპიუტერული პროგრამების Adobe Illustrator და Adobe Photoshop ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მარკეტინგის/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და უნარი;
** შრომისმოყვარეობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@mbsolutions.ge. გთხოვთ, სათაური მიუთითოთ: "სოციალური მედიის მენეჯერი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |