www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა;
** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ასრორტიმენტისა და ხარისხის, ასევე ვადების, ფასების და მერჩენდაიზინგის მუდმივი კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილობა და მისი შესრულების მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი;
** მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** ფილიალის დანაკლისების, ჩამოწერების კონტროლი;
** რეალიზაციის ზრდისათვის მონაცემების ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის შესაბამისი წესების დაცვით წარმოება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის უზუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროცესების და თანამშრომელთა მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** დროის მენეჯმენტი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |