www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნევროლოგი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი "მედი" აცხადებს ვაკანსიას ნევროლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა,
** ნებადართული სპეციალობა "ნევროლოგია";
** აუცილებელია აკუპუნქტურის ცოდნა (დამადასტურებელი დიპლომი ან/და სერტიფიკატი)

მოვალეობები:

** პაციენტის მიღება/კონსულტაცია;
** სამედიცინო მომსახურების გაწევა ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ხელფასს;
** კორპორატიულ ფორმას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2021 წლის 18 მარტამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |