სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1000 დან - 1500 ლარამდე; (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;
ფუნქცია - მოვალეობები:
** გაზის, სანტექნიკის და ვენტილაციის სისტემების ნახაზების შედგენა;
** საჭირო კომუნიკაციების გაყვანის ნახაზების შედგენა, მათთვის საჭირო მასალების და მოწყობილობების ნუსხის შედგენა;
** საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება, ნახაზების შედგენა სამუშაოების შესაბამისად;
** გეგმარის შედგენა გაზზე მომუშავე დანადგარებისთვის;
** სავენტილაციო სისტემების, გათბობის სისტემების და საკანალიზაციო სისტემების პროექტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, აგრეთვე CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
უნარები:
** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ინჟინერ - კონსტრუქტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.