www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

კომპანია "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "კარე", "მობლერი", იტალიური საგამოფენო დარბაზი.

კომპანია აცხადებს კანდიდატთა შერჩევას იტალიური საგამოფენო დარბაზის ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია იტალიური ბრენდების პრემიუმ კლასის სამზარეულოები.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

** საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ავეჯის აწყობა და განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** მომხმარებლებთან წინასწარი აზომვითი სამუშაოების ჩატარება;
** მომხმარებლებთან ავეჯის გადაზიდვა-აწყობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მასალა: ხე, რკინა, ქვა და ქსოვილი);
** სასურველია იტალიური სამზარეულოს ავეჯის მექანიზმის ცოდნა;
** აზომვითი სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
** სასურველია სამზარეულოს ტექნიკის დამონტაჟების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე vacancymyhome@icr.ge 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ამწყობი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |