www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ეძებს პასუხისმგებლიან, ენერგიულ კადრებს, რომლებიც, 2 კვირიანი სტაჟირების გავლის შემდეგ, დასაქმდებიან შპს "იფქლის" ქუთაისში მდებარე საწარმოში, შემდეგ პოზიციებზე:

1. Rs.ge-ს ოპერატორი
2. ცომის მზელავი
3. პურის ყუთებში ჩამწყობი
4. პურის მფუთავი

სტაჟირების პროცესში, შერჩეულ აპლიკანტებს, წარმოების უფროსი შეასწავლით აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი. გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა. შპს "იფქლის" საწარმო.
სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი. ნიკეას 19

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელი პირობაა, რომ კადრი ცხოვრობდეს ქუთაისში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 599163690



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |