ორგანიზაცია - ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
** ქართული და ინგლისური ენაზე გამართულად მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე.
** MS Office-ს პროგრამების ცოდნა; Adobe პროგრამებში (ფოტოშოპი, ილუსტრატორი, ინდიზაინი, Adobe Bridge, პრემიერი) მუშაობის თავისებურებების ცოდნა
** ბავშვზე ზრუნვის და საგანმანათლებლო სფეროში არსებული ინფორმაციების ცოდნა.
** კრეატიული და ინოვატორული უნარები;
** საჭირო ინფორმაციების მოძიების, პრიორიტეტების დადგენის, სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
** შეხვედრების, ღონისძიებების, მოწყობის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
ფუნქციები:
** ორგანიზაციის არსებული პროექტების ამოცანების მისაღწევად კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
** ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ინფორმირება.
** ორგანიზაციის ვებ გვერდის, სოციალური ქსელის მართვა, ინფორმაციების და ვიზუალური მხარის მუდმივი განახლება;
** მასალების მომზადება, სოციალურ მედიაში განთავსების მიზნით,
ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლება,
** ყოველი თვის ბოლოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე შევსებული ქართულ ენაზე
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: officemanager@dcfg.ge
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 3 მარტის ჩათვლით.
კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას "თემა"-ში (subject) მიუთითოს: "კონკურსი-კომუნიკაციის სპეციალისტი - სახელი და გვარი" (ქართული შრიფტით)
კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
1. კანდიდატების მიერ წარდგენილი რეზიუმეების გადარჩევა;
2. კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
შრომის ანაზღაურება: 1140 ლარი (დარიცხვით)
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება