www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

შპს "მირა" (http://www.mira.ge) დაფუძნდა 2004 წელს და მოიცავს სავაჭრო ობიექტებს თბილისსა და ბათუმში.

"მირა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ელექტრო საქონლის სექციაში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაცია (საქონლის გამოწერა, გამოწერილი საქონლის გაცემა);
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების მიღება (ელ. ფოსტით, ტელეფონით);
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;

მოთხოვნები:

** ელექტრო საქონლის ცოდნა (ელ. სადენები, ელ. ავტომატები, გასანათებელი მოწყობილობები, ელ. სამონტაჟო მასალები, ელექტრო ყუთები, შტეფსელები, დამაგრძელებლები და ა.შ);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რომელიმე ბუღალტრული პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება პროგრამა 1С-ს);
** რუსული, ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღე კვირა);
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 126, მაღაზია "მირა"
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: hr@mira.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |