"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე საშუალებების ხელოსნის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავეჯის დამზადება სხვადასხვა მასალის გამოყენებით: ხე, ფანერა და რკინის დეტალები
** რეაბილიტაციის სპეციალისტთან შეთანხმებით ადაპტირებული ავეჯის დამზადება ზომისა და საჭიროებების გათვალისწინებით
** რეაბილიტაციის სპეციალისტის მეთვალყურეობით არსებული/ძველი ადაპტირებული ავეჯის განახლება
** საჭიროებისამებრ, საჭირო მასალის მოძიება და შესყიდვებისა და საწყობის მენეჯერისათვის საჭირო მასალისა და განფასების შესახებ წერილის გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხეზე მუშაობის გამოცდილება
** ხეზე მუშაობის პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** სამუშაო განრიგი: შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე საშუალებების ხელოსანი".