www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძაღლების მომვლელი
მომწოდებელი: Dog Organization Georgia
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

"D.O.G." (Dog Organization Georgia) წარმოადგენს მცირე ზომის ძაღლების თავშესაფარს, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ. თავშესაფარში ძაღლების რაოდენობა საშუალოდ 35-42-ია.ჩვენი ორგანიზაციის მიზანიათითოეული ბინადართან ინდივიდუალური მიდგომადამოვლა, თავშესაფრის ყველა ბინადარი არის კონტაქტური და მეგობრული.

D.O.G. (Dog Organization Georgia) აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის მომვლელის პოზიციაზე.

აუცილებელ მოთხოვნაა, რომ კანდიდატს უყვარდეს ძაღლები და სიამოვნებდეს მათთან დროის გატარება.

კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები გულისხმობს (და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება):

** თავშესაფრის ძაღლების გამოკვება;
** ვოლიერების დასუფთავება დღეში ორჯერ (აღნიშნული მოვალეობა მოიცავს დაახლოებით 2-2.5 საათს).
** საჭიროებისამებრ, დღის განმავლობაში ოთახების და საერთო ტერიტორიის ზედაპირული/მსუბუქი დასუფთავება.
** თავშესაფრის ტერიტორიის ტექნიკური გამართულობაზე ზრუნვა (მოვალეობა შესაძლებელი მოიცავდეს მცირე ზომის სარემონტო/შესაკეთებელ სამუშაოებს).
** მოხალისეთა დახვედრა და მათი პირველადი ინსტრუქტაჟი თავშესაფრის ზოგადი წესების დაბინადრების შესახებ.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, ვისაც უყვარს ძაღლები და მათთან ურთიერთობა (ცხოველებთან ურთიერთობის/ზრუნვის გამოცდილებაჩაითვლება უპირატესობად).

მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამუშაო დღის და დროის მაქსიმალურად ეფექტიანად დაგევმა/ორგანიზება და დამოუკიდებელად მუშაობა.
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო ლოკაცია: ძაღლების თავშესაფარი Dog Organization Georgia), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (შაბათ-კვირას) ან ნახევარი განაკვეთი (დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას).
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის მიერ შერჩეული სასურველი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. მეილზე info@dog.org.ge ან/და სოციალური ქსელის - Facebook მეშვეობით (DOG Organization Georgia)ან/და WhatsApp/Viber: 591 181 420 or 598 991 836



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |