"ფუუდ გალერი ● Food Gallery" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის მეტროს მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზში პროდუქციის დახლებზე განთავსება, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქტის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
** ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
ანაზღაურება:
ცვლები - ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით:
** დღის საათები: 07:30-19:30, ანაზღაურება 26-30 ლარი;
** ღამის საათები: 19:30-07:30, ანაზღაურება 30-35 ლარი.
ბენეფიტები:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** მზარდი სახელფასო ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
** დამატებითი საბონუსე ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 592 555549
ელფოსტა: FoodGallery2011@gmail.com
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.