www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროენერგიით ვაჭრობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgia Global Utilities
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"Georgia Global Utilities" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსი ერთ-ერთ შვილობილ, საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიაში სპეციალისტის პოზიციაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დეპარტამენტში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** ურთიერთობა პოტენციურ მყიდველებთან/გამყიდველებთან;
** ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან/სტრუქტურებთან ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ელექტროენერგიით ყოველსაათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, აქტიური ჩართულობა გარდამავალ პროცესში;
** ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებულ სავაჭრო პლატფორმებზე მუშაობა. პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების წინადადებების ინიცირება;
** მუდმივი ინფორმირებულობა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ;
** მონაწილეობა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნების მომზადება და განხილვა. ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
** ელექტროენერგიის გამომუშავების/მოხმარების აქტების მომზადება, მონაცემების კონტროლი და შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
** ტექნიკური ჯგუფის მიერ მოწოდებული აღრიცხვის კვანძების და მრიცხველების შემოწმების/შეცვლის აქტების დამუშავება, ანალიზი და საანგარიშსწორებო მონაცემებში ასახვა;
** საანგარიშსწორებო ბაზების წარმოება საანგარიშო პერიოდების მიხედვით და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება;
** საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება, დამოწმებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, დახარისხება/შენახვა;
** საპროგნოზო და ფაქტიური მონაცემების შეგროვება, შედარება, ბაზების მუდმივი კონტროლი;
** კორესპონდენციის მართვა;
** მონაწილეობა მიმდინარე პროექტების მართვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ენერგეტიკის განხრით;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის ან ფინანსების განხრით;
** რეპორტების და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სამუშაოების დაგეგმვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
** მკაცრ დედლაინებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@ggu.ge არა უგვიანეს 2021 წლის 12 მარტისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |