www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" მისიაა ხარისხიანი მომსახურებების მიწოდება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის, მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ. ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 200-მდე განსაკუთარებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს.

ინფორმაცია პროგრამაზე:

დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი არის ქცევის გამოყენებით ანალიზზე, განვითარების და ურთიერთობის თეორიებზე დაფუძნებული ადრეული ინტერვენციის მოდელი, რომელიც გამოიყენება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან რომელთა ასაკი ვარირებს 9 თვიდან 48-60 თვემდე. დენვერის ადრეული ინტერვენციის მოდელი იყენებს ნატურალისტური ქცევის გამოყენებითი ანალიზის სტრატეგიას. პროგრამის ავტორები არიან ფსიქოლოგები- ფსიქიატრიისა და განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორები: Sally J.Rogers, Ph.D და Geraldine Dawson.PhD.

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება დენვერის ადრეული ინტერვენციის მოდელით (Early Start Denver Model - ESDM) თერაპიაში.

პოზიცია: დენვერის ადრეული ჩარევის (ESDM) თერაპევტი (ფსიქოლოგი)

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი:სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს) ფსიქოლოგიაში/მეტყველების თერაპიაში/ფიზიკურ თერაპიაში/ოკუპაციურ თერაპიაში
** საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ სერტიფიცირებული ადრეული განვითარების სპეციალისტი ან/და ქცევითი თერაპევტი, რომელსაც გავლილი აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი, თეორია (მინ 40 სთ) და პრაქტიკა (მინ. 200 სთ.)
** მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება/პირდაპირი შეხება 12 თვიდან 60 თვემდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან
** ინგლისური და/ან რუსული ენის B-1 დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Gmail, Google Drive.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები, მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/BRIDGEsocialinclusion

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 568 04 77 22



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |