კომპანია "MC Trans" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 მდე.
ხელფასი: ფიქსირებული პლუს პროცენტი გაყიდვებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** გაყიდვების გაუმჯობესება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება.
საკვალიფიკაციო უნარები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** მუშაობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში (გამოცდილება ავტო იმპორტის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobsmctrans@gmail.com.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 568003000