www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო სამედიცინო საწყობის ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე ტექნიკურ საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საქმიანობასთან და შესასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა უნარ-ჩვევები.

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობების სეზონური რევალიდაციები;
** თერმოყუთების სეზონური რევალიდაციები;
** საწყობების ყველა ტემპერატურული ზონის სეზონური მეპინგი შესაბამისი განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შედგენით და განუსაზღვრელობის გამოთვლით;
** ტემპერატურის და ფარდობითი ტენიანობის ჩამწერი სისტემის/პროგრამის და მისი კრიტიკული ფუნქციების პერიოდული სრული ვალიდაცია;
* ტემპერატურის და ფარდობითი ტენიანობის ჩამწერი სისტემის მონო და კომბინირებული სენსორების პერიოდული დაკალიბრება, განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შედგენით და განუსაზღვრელობის გამოთვლით;
** გათბობის სისტემის ვალიდაცია;
** გაგრილების სისტემის ვალიდაცია;
** ჰაერცვლის სისტემის ვალიდაცია;
** ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების სეზონური ვალიდაცია;
** ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების სეზონური მეპინგი შესაბამისი განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შედგენით და განუსაზღვრელობის გამოთვლით;
** სათადარიგო გენერატორის ვალიდაცია;
** მარაგების აღრიცხვის და მართვის პროგრამული უზრუნველყოფის (WMS) ვალიდაცია
** საყინულეების ვალიდაცია;
** საყინულეების ტემპერატურის ინდიკატორის დაკალიბრება შესაბამისი განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შედგენით და განუსაზღვრელობის გამოთვლით;
** საყინულეების მეპინგი შესაბამისი განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შედგენით და განუსაზღვრელობის გამოთვლით;
** ცვლილებათა კონტროლის ოქმების წარმოება;
** მიმდინარე პროცესებთან შინაარსობრივად დაკავშირებული სხვა საჭირო ღონისძიებები;
** ზემოაღნიშნული ყველა სახის საქმიანობა უნდა განხორციელდეს WHO და/ან EU სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით;
** პროცესის და შედეგების შესაბამისი დოკუმენტირება უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |