www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო;

ფუნქცია- მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
** კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |