www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

კომპანია "დიჯითალ არეა" (EXTRA.GE) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.

Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით. Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

** კომენტარების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია (FB, IG და სხვა)
** EXTRA.GE-ს ჯგუფის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა
** დაკავშირებულ რგოლებთან კომუნიკაცია
** სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა
** კომპანიის მომსახურებების და პროდუქტების შესწავლა

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** გამართულად წერის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV და პორტფოლიო შემდეგ მეილზე Careers@digitalarea.ge არაუგვიანეს 29 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |