www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: აგროსფერო
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო", ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია.

ჩვენი ღირებულებაა:

პროდუქციის ხარისხი:

წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა:

"აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგი და მათთან პარტნიორული ურთიერთობაა

განვითარება და წინსვლა:

"ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about

ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook https://www.facebook.com/Agrosphere.ge/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, ყვარლის სერვის ცენტრში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამა 1C ERP-ში მუშაობა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული ასახვა
** პირველადი საბუთების წარმოება და დროულად მიწოდება ბუღალტერიისათვის
** სალაროს კონტროლი
** ნაშთის კონტროლი პროგრამულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რომელიმე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამაში სამუშაო გამოცდილებას)
** სამუშაო გამოცდილება მოლარის, ან ოპერატორის პოზიციაზე

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ 2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით მეილზე: hr@noblex.ge და აუცილებლად, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |