www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის მართვა/კონტროლი;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ხარჯების დეტალური ანალიზი;
** თვის ხარჯების სწორი აღრიცხვის კონტროლი;
** საფინანსო დაწესებულებებთან/საგადასახადო ორგანოებთან/აუდიტორებთან ურთიერთობა;
** რეპორტების საფუძველზე მონაცემების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
** საგადასახადო რისკების მართვა და კონტროლი, მისი სიზუსტისა და სისწორის უზრუნველყოფა, დეკლარირება დადგენილ ვადებში;
** ფინანსური ანგარიშგებების სრული პაკეტის მომზადება და ანალიზი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი;
** ფინანსური განყოფილების მიერ საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი და ორგანიზაციის მატერიალური/ფინანსური რესურსების ხარჯვის სისწორის ზედამხედველობა;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონიმიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |