www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიკრობიოლოგი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვიინეობა" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

მდებარეობა: მანავი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მიკრობიოლოგიის ან ბიოლოგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა,

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის, დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი;
** ანალიზების და გამოკვლევების შედეგების სიზუსტეზე;
** ხელმძღვანელის ინფორმირებაზე მზა პროდუქციის, მისი დამუშავების, ჩამოსხმის პროცესის შეუსაბამობასა და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შესახებ;
** ქარხნის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
** მანქანა დანადგარების, რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექციის ხარისხი;
** მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზებისა და საჭირო გამოთვლების დამტკიცებული პროცედურების და ინსტრუქციების მიხედვით ჩატარება;
** პერსონალის ჰიგიენის კონტროლი;
** მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების სამუშაო ჟურნალში გაფორმება;
** ნიადაგების ჩამოსხმა;
** საჭირო სადეზინფექციო ხსნარების მომზადება;
** ნიადაგების და სადეზინფექციო ხსნარების ეკონომიურად და რაციონალურად გამოყენება;
** საანალიზო ნიმუშის დროული აღება და სათანადო ანალიზის ჩატარება. შესაბამისი ანალიზის ჩატარება ყველა იმ წერტილიდან, რაც მითითებულია ტექნოლოგიურ ინსტრუქციაში.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიკრობიოლოგი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |