www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროცესების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "კარე", "მობლერი", იტალიური საგამოფენო დარბაზი.

კომპანია "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული საქონლის ატვირთვა პროგრამაში და სხვადასხვა რეპორტებში ჩამატება/განახლება;
** ყოველდღიური რეალიზაციის რეპორტინგი;
** მარაგების კონტროლი საწყობებში და სარეალიზაციო არხებში;
** ელექტრონული კომერციისთვის ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბაზების მომზადებას, სხვა შესაბამისი პროცესების მართვას;
** პროექტის ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების შემუშავება საჭიროებების მიხედვით;
** მაღაზიების და საწყობის სამუშაო პროცესების მონიტორინგი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელისთვის;

სხვა ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებული იქნება ანალიტიკასთან და პროცესების მართვასთან.

პროფესიული უნარები:

** Microsoft Excel ცოდნა;
** პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე, vacancymyhome@icr.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება პროცესების მართვის მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |