www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" გახლავთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.

კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ შანსი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.

კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აცხადებს ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება
** საბანკო ოპერაციების წარმოება
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** Microsoft Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი (განიხილებიან მიმდინარე სტუდენტებიც)

დამატებითი უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ განვითარების და კარიერული ზრდის საშუალებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველა საჭირო რესურს კომფორტული მუშაობისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი"
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |