www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Award Drilling
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

ევორდ დრილინგი რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობს სამშენებლო-საინჟინრო სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო კომპანიის ძირითადი საქმიანობას ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბურღვითი სამუშაოები, წყალსადენი, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების პროექტირება-მშენებლობა წარმოადგენს.

პოზიციის დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა;
** განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, ბაზრის კვლევა, მათი შესაბამისობის დადგენა, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და საბაზრო ფასებთან;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების შედგენა-ანალიზი;
** ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება ექსპერტიზაზე წარსადგენად;

პროფესიული მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ფორმა 2-ების მომზადების გამოცდილება;
** წყალმომარაგება-წყალარინების პროექტების ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Ms Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20/04/2021.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |