www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მანნა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ქართული ჩაის მწარმოებელი შპს "მანნა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისში არსებული სუპერმარკეტების ქსელები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 06 თვიანი გამოცდილება;
** კონსულტანტის, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენა (სრულყოფილად); სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** სისხარტე და ოპერატიულობა, ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ობიექტებში განლაგებული პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი, უშუალო ხელმძღვანელის გაწერილი გეგმის შესაბამისად;
** სხვადასხვა ობიექტებში განთავსებული პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის წარდგენა და რეპორტინგი ონლაინ რეჟიმში;
** სარეკლამო მასალების განთავსების მონიტორინგი;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილზე არსებული ნაშთების შესახებ და შეკვეთის ორგანიზება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@manna.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |