www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია
** გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა
** შეუსაბამობების შემთხვევაში მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება.
** კონკურენტთა მომსახურებისა და პროდუქციის ფასების შესახებ რეგულარული ანგარიშის წარმოება
** კონკურენტებისა და ლთბ-ის შედარებითი კვლევებში მონაწილეობის მიღება

განათლება/გამოცდილება

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების კუთხით.

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** პროდუქტიულობა
** მომხმარებელზე ორიენტირება
** ურთიერთობების მართვა
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |