კომპანია "4Hospitals" - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge