"ვილეროი და ბოხი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობებზე.
სამუშაო ადგილი: რუსთაველის გამზ. # 1
ხელფასი: 700-800 ლარი + ბონუსი
სამუშაო საათები ცვლებში: 11:00-დან 19:00-მდე
კვირაში 2 დღე დასვენება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C-ის ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: info@luxury-interior.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.