www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩანდაიზერი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება მერჩენდაიზერი, გიწვევთ მერჩენდაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;
** ენები: ქართული - ძალიან კარგად; რუსული - სასურველია; ინგლისური - სასურველია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობის გაცნობა და შეთავაზება;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა/კლიენტების მოზიდვა.

ძირითადი მოთხოვნები: გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ფოტოსურათი: აუცილებელია.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 060 368.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |