შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება პრისელერი, გიწვევთ პრისელერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
მოთხოვნები:
** ასაკი: 20-დან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია უმაღლესი განათლება;
** ენები: ქართული - ძალიან კარგად; რუსული - სასურველია; ინგლისური - სასურველია;
** ფოტოსურათი: აუცილებელია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვებზე ორიენტირება;
** ახალი ობიექტების მოძიება, შეკვეთების აღება, ვალების კონტროლი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ქონა, მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული მახასიათებლები: დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 592 295 000.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!