www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End და Back-End პროგრამისტი
მომწოდებელი: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა" აცხადებს კონკურსს Front-End და Back-End პროგრამისტების ვაკანსიაზე.

1. Front-End პროგრამისტი

სამუშაო აღწერილობა:

** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
** დასმული ამოცანის გადაწყვეტის, ოპტიმალური ალგორითმის შემუშავება;
** შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პროგრამული ენების/სისტემების ცოდნა:

** HTML markup-ის აწყობის გამოცდილება (SEO);
** CSS პრეპროცესორებთან მუშაობის გამოცდილება (Sass);
** Responsive Web Design;
** Javascript/ES6 და Typescript- კარგ დონეზე;
** Angular2+ - ის ძირითადი კონცეპტების კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** RxJs-თან მუშაობის გამოცდილება (operators, Observables);
** Angular-ის არქიტექტურული გამართვა/რეფაქტორინგის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** GIT version control სისტემით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა.

2. Back-End პროგრამისტი

სამუშაო აღწერილობა:

** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
** დასმული ამოცანის გადაწყვეტის, ოპტიმალური ალგორითმის შემუშავება;
** Web/Application სერვისების ადმინისტრირება;
** შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა: java 1.8+
** Oracle, Ms-sql, PostgreSQL მონაცემთა ბაზების ცოდნა
** Spring Framework და JPA (Hibernate / Eclipselink) ცოდნა
** WildFly და Apache Tomcat web/application სერვერების ადმინისტრირება:

პიროვნული თვისებები:

** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: hr@emis.ge; "Subject"-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა
ტელ: 2 200 220 (5046)
ვებ-გვერდი: http://www.emis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |