www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: რენტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია "რენტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გამოცდილება როგორც B2C ასევე B2B გაყიდვებში;
ფარმაცია, ჰოსფითალითი, სადაზღვევო ან სხვა მრავალპროფილურ ბიზნეს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული გაყიდვების მდგრადი სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციისა თუ სერვისების რეალიზაციის სტიმულირება;
** გაყიდვების გუნდის შერჩევა და მართვა;
** თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება - მუდმივი უკუკავშირი მათთან;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ტენდერების მონიტორინგი, სატენდერო წინადადებების მომზადება;
** კორპორაციულ კლიენტთა მომსახურების ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობა - ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
** ტოპ მენეჯმენტთან მუდმივი კომუნიკაცია და სულისკვეთების გაზიარება;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების კორპორაციული გაყიდვების მართვის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა;
** მაღალ შედეგზე ორიენტირებულობა.

​სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი)
** ** სამუშაო გრაფიკი: სრული. (10:30 - 18:30) ორშაბათი-პარასკევი / შაბათი-კვირა დასვენება
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ილო მოსაშვილის 22 (ვაკე)

საკონტაქტო პირი - ნიკოლოზ სირაძე
Rentosafety@gmail.com
RENTO GROUP
Nikoloz Siradze
Chief Executive Officer
Tel: +995 599 66 77 55
Email: N.siradze@rento.ge
Adress: 22 Mosashvili str, Tbilisi 0162, Georgia

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) აუცილებლად სურათით და დაბადების თარიღით, შემდეგ ელ. მისამართზე: Rentosafety@gmail.com. "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |