www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Bricks Hotel
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სასტუმრო "ბრიქსი" ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ქალბატონებსა და მამაკაცს ახალი გუნდის წევრად.

სასტუმრო "ბრიქსი" მდებარეობს ქალაქ თბილისში, ავლაბრის მოედანთან, ღვინის აღმართი #17-ში; აქვს სხვადასხვა კატეგორიის 36 ოთახი.

პოზიცია: დასუფთავების თანამშრომელი

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** ქართული ენის ფლობა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ენერგიულობა.

მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის ოთახების დალაგება/დასუფთავება
** წინასწარ განსაზღვრული სართულის დერეფნების დალაგება
** სტუმრების ოთახების დალაგება, ოთახების სტუმრების მისაღებად გამზადება
** ავეჯისა და თაროების მტვრისგან გაწმენდა/გაპრიალება
** კედლების, კარებისა და ჭერის გაწმენდა
** სასტუმრო ოთახისა და აბაზანის იატაკის დასუფთავება/გაპრიალება
** სასტუმროს კვების ობიექტების სისუფთავეში მოყვანა
** სასტუმროში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შესახებ მენეჯმენტის დროული ინფორმირება
** ყურადღება დეტალების მიმართ
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება.

გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: hr@brickstbilisi.com (ელფოსტის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია), ან ტელეფონზე: 577 323125.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |