ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის (მითერი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 10:00-14:00.
ანაზღაურება: 500 ლარი.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მომსახურება სერვის პლუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ენების ცოდნა:
** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vivomedical.ge 2021 წლის 15 აპრილამდე (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Angio-კოორდინატორი").
გისურვებთ წარმატებას!