www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.ahtbilisi.com.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა - გადაუდებელი მედიცინა;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 ან B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ემპათიურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

აპლიკაციისა და პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენით, აპლიკანტი ავტომატურად ადასტურებს, რომ იგი თანახმაა გაიაროს კვალიფიკაციის შესაბამისობის დადასტურების პროცესი "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" შინაგანაწესის, შიდა პროცედურების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეგულაციების შესაბამისად.
"ამერიკული ჰოსპიტალი" თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |