www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" ეძებს სტაჟიორს გაყიდვების დეპარტამენტში, ქ. თბილისში.

ეს სტაჟირება შენთვისაა, თუ:

** ხარ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** თვლი, რომ გაყიდვები არის სფერო, სადაც გსურს კარიერის დაწყება;
** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ფლობ უცხო ენებს (ინგლისური/რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
** გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას, განვითარებას და დასაქმების პერსპექტივას;
** გაყიდვებში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

თქვენ შეისწავლით: გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის სპეციფიკას.

ჩართული იქნებით:

** კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქციის რეალიზაციაში;
** სხვადასხვა ტიპის ობიექტებიდან შეკვეთის მიღებაში პროცესში;
** კლიენტებთან მოლაპარაკების პროცესში.

სტაჟირება არის ანაზღაურებადი.

თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ "გაყიდვების დეპარტამენტის სტაჟიორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |