www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 13 მაისი

საბავშვო წიგნების გამომცემლობა "ზებრა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით დალაგება სხვადასხვა სადისტრიბუციო ობიექტებზე;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** მარაგების/რაოდენობების გაკონტროლება;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეპორტინგი;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის წარდგენა და რეპორტინგი ყოველდღიურად (WhatsApp-ის საშუალებით);
** კომერციულ მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია ნებისმიერი წამოჭრილი საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** წიგნებისა და ბავშვთა სამყაროს მიმართ ინტერესი;
** მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა (შესაძლებელია ტრენინგით უზრუნველყოფაც);
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ხუთი სამუშაო დღე; დასვენების დღეები - ოთხშაბათი, ხუთშაბათი)
** ანაზღაურება: 450 ლარი (დარიცხული) + ტრანსპორტირების ხარჯები + ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 20 აპრილამდე, გამოგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@zebra-group.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |