www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ღია სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

დეტალური სფერო : დენტალური მედიცინა
სწავლის სფერო: სტომატოლოგია
პროფესორი- 6 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი- 17 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი -2 საშტატო ერთეული
ასისტენტი -1 საშტატო ერთეული

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. იგი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.

** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წელი კლინიკური გამოცდილება და შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. იგი თანამდებობაზე აირჩევა 3 წლის ვადით.

დამატებითი მოთხოვნები:

** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წელი კლინიკური გამოცდილება და შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა 3 წლის ვადით.

დამატებითი მოთხოვნები:

** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 წელი კლინიკური გამოცდილება და შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი .
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიურ თანამდებობაზე აირჩიოს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალი. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

** განცხადება რექტორის სახელზე;
** რეზიუმე (CV) - დადასტურებული ხელმოწერით;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციისა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით) და დამადასტურებელი ინფორმაცია ელექტრონული სახით;
** შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია (თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 14 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@openuni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად". განაცხადი ასევე მიიღება: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ.#2 , მე-3 სართული, ოთახი #301 (კანცელარია).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა
** გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)

გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 31 მაისს და 1 ივნისს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 2 ივნისს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |