www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 7 მაისი

საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

პირობები:

** საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
** საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია.
** ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე)

2. შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (EXCEL-ის განსაკუთრებით);
** შესყიდვების(ტენდერებში) და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ანგარიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

3. საწყობის თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** დისციპლინირებული
** კეთილსინდისიერი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა და საწყობში განლაგება,
** მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა;
** მარაგების ნაშთის კონტროლი;
** საწყობში მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობა;
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** საწყობში სისუფთავის კონტროლი;
** მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა;
** მასალების ვადის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** ხელმძღვანელის მიერ დამატებითი დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

4. საწყობის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული, საოფისე და სასაწყობე პროგრამების ცოდნა;
** საწყობთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
** პროდუქციის ვადების მკაცრი კონტროლი.
** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება, კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** საწყობში დისციპლინის და სისუფთავის კონტროლი;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.
** ლოჯისტიკის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება
** საწყობში არსებული მარაგების ყოველთვიური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი.
** ხელმძღვანელის მიერ დამატებითი დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2021 წლის 7 მაისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |