www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 12 მაისი

კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მახასიათებლების განსაზღვრა და მართვა;
** მონაწილეობა კომპანიის ბრენდ(ებ)ის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში.
** ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის, მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, მარკეტინგული კამპანიების წარმოება ყველა შესაბამის დომეინში.
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი.
** ურთიერთობების წარმოება მარკეტინგული საქმიანობის მთავარ კონტრაქტორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მარკეტინგული კამპანიების განვითარებასა და განხორციელებაში, საცალო მოვაჭრეების, მარკეტინგის სააგენტოების, დიზაინერების და ა.შ. ჩათვლით.
** კომპანიაში არსებული ინტერნეტ პლატფორმების (ვებ-გვერდების) განვითარება და მართვა.
** ტენდერებისა და ფასთა გამოკითხვის ჩატარება.
** მარკეტინგული მასალების საწყობის კონტროლი და მართვა.
** შიდა და გარე კორესპონდენციის წარმოება, როგორიცაა წერილები, ჟურნალი და ა.შ.
** სამუშაო ერთეულებსა და სხვა სააგენტოებსა და ასოციაციებს შორის კომუნიკატორის ფუნქციის შესრულება, პრობლემების გამოაშკარავება/მოგვარება, ინფორმაციის სწორად მიწოდება.
** საკომუნიკაციო გეგმის ეფექტური, ხარჯთეფექტიანი და დროული განხორციელების უზრუნველყოფა შემუშავებული გეგმის შესაბამისად.
** ბრენდ(ებ)ის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების გადაჭრა/ შესრულება.
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრაციაში, სასურველია სპეციალიზაცია მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რაციონალური აზროვნების უნარი;
** პროფესიული ზრდის, სწავლისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრების რამდენიმე ეტაპი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@gah.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |