www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში, დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა;
** საამქროში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკურ განათლება (სასურველია);
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დანადგარის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |