www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პაპაიო
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

მაღაზიათა ქსელი "პაპაიო" აცხადებს ვაკანსიას
ყასაბი/ხორცპროდუქტების სექციის კონსულტანტის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ.თბილისი, გლდანი, აკაკი ვასაძის №2ბ(მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრთან")
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (შეთანხმებისამებრ)

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი
** მარაგების კონტროლი და პერიოდული აღწერა
** სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (პროგრამა - FINA)
** ნახევარფაბრიკატების მომზადების პროცესში ჩართულობა

ძირითადი მოთხოვნები:

** დარბაზში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა
** პუნქტუალურობა
** გამოცდილება: ხორც-პროდუქტებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** სამუშაოს სწრაფი და ეფექტური შესრულების უნარი
** ენერგიულობა, თავაზიანობა
** პასუხისმგებლობა/პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე info@papaio.ge
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 514 844 488.

რეზიუმეს გამოგზავნისას:

მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
თემის ველში ჩაწერეთ: ყასაბი/ხორცპროდუქტების სექციის კონსულტანტის ვაკანსიისთვის და თქვენი სახელი, გვარი.

შერჩევის პროცედურა:

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

მაღაზიათა ქსელი "პაპაიო" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |