www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მისაღების ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მისაღების ასისტენტის პოზიციაზე.

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი:

** სკოლაში სწავლით დაინტერესებული პირების მიღება;
** სკოლის შესახებ დროული და კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლაში სწავლის მსურველებისა და დაინტერესებული პირების მიღება;
** საჭიროებისამებრ ინფორმაციის მიწოდება და სკოლის ინფრასტრუქტრის ჩვენება;
** სკოლის მისაღების ექსტერიერისა და მოწესრიგებულობის კონტროლი; მისაღების ჟურნალების, ბუკლეტებისა და სურათების მუდმივი განახლება;
** დაინტერესებული პირებისთვის ბუკლეტების, ჟურნალებისა და სხვა საინფორმაციო წყაროების მომზადება-ორგანიზება;
** სკოლაში შემოსული კორესპოდენციის მართვა; შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ადრესატთან გადამისამართება;
** სკოლის დოკუმენტბრუნვის წარმოება: ადგილზე გენერირებული და გასაგზავნი დოკუმენტების აღრიცხვა, ნუმერაციის მინიჭება- შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა ცნობების გაცემა;
** მიღება-ჩარიცხვის სამსახურის შეხვედრების ოქმის შედგენა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** ზოგადი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მომსახურების ტრენინგის სერტიფიკატი.
** სასურველია მომსახურების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

** კლიენტთა მომსახურების წესებისა და სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტურებულობა.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00, შესვენება 1 საათი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ირ.სხირტლაძის #2

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |