www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მევენახე-ბრიგადირი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მევენახე-ბრიგადირის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - იმერეთი:

1) სვირი
2) ეწერი.

სამუშაო დრო: სრული;
ანაზღაურება: 1100 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს აგრონომის მიერ გამოყოფილ ფართობზე, ტექნოლოგიური რუკის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების ხარისხი;
** დაათვალიეროს ფართობები;
** აკონტროლოს ვაზის მოვლა მოყვანის ოპერაციები აგროვადებში;
** მოიზიდოს შესაბამისი რაოდენობის მუშახელი;
** მიიღოს მონაწილეობა ტექნიკის შერჩევის პროცესში (ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო მანქანა იარაღი);
** გამოიყენოს შესრულებული სამუშაოს დადგენილი ტარიფები;
** აწარმოოს/შეადგინოს ტაბელები (ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს ანგარიში) კომპანიაში დადგენილი წესების დაცვით;
** ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას;
** ზედამხედველობა გაუწიოს მუშახელის ტრანსპორტირებას;
** აკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნოლოგიური რუკის კითხვა;
** ვაზის მოვლა/მოყვანის ოპერაციები;
** ტექნიკის ცნობა;
** ტაბელების შედგენის პრინციპები;
** შრომის უსაფრთხოების ნორმები;
** სასოფლო-სამეურნეო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა,
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.khuntselia@winerykhareba.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მევენახე-ბრიგადირი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |