www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტის (ინჟინერი) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაცვითი სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურის, ასევე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი, დემონტაჟი და ექსპლუატაცია;
** ელექტრული სქემების და მექანიკური ნახაზების გარჩევა;
** ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება, საბაზისო ელექტროობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საინჟინრო ტექნიკური მიმართულოებით)
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, დაკვირვებულობა,
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე.

წარმოსადგენი საბუთები:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** დიპლომის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16. ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |