www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: Universal Transit
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

"Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 16:00-24:00.
ანაზღაურება: 1000-1725 ლარი.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, როგორც შიდა, ასევე გარე მომხმარებლებისთვის.
** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი.
** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება.
** სხვა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულება.
** ფინანსური დირექტორის დავალებით სხვა შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
** ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, შემოწმება და ანალიზი.
** გადასახადების დაგვიანების შემთხვევაში ჩვენს კლიენტებთან ზარების განხორციელება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი
** უმაღლესი განათლება ფინანსები/ბუღალტერია ან ბიზნესის ადმინისტრირება.
** ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგებების საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (QuickBooks, Oris) სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი:

** CV (ინგლისურად)
** სამოტივაციო წერილი (პიროვნული თვისებების, უნარების, სამუშაო გამოცდილების აღწერით, ასევე რატომ თვლით საკუთარ თავს საუკეთესო კანდიდატად ამ პოზიციისთვის, ინგლისურად)
** სახელფასო მოლოდინი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ ზემოთ ხსენებული დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სახელფასო მოლოდინი, მაგალითად: "ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი - 000 ლარი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა: კანდიდატები, რომლებიც გამოგზავნიან რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე, არ განიხილებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |