www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი/ბრენდინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯანსაღი სასმელების კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

"ჯანსაღი სასმელების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის/ბრენდინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "ჯანსაღი სასმელების კომპანია" დაარსდა 2020 წლის ივნისში და აწარმოებს ჯანსაღ არაალკოჰოლურ გაზიან სასმელებს. კომპანია დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული, კვალიფიციური და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდით. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მრავალფეროვანი გეგმები/იდეები, ორიენტირებული ვართ რა პრემიუმ სეგმენტების პროდუქციის წარმოებაზე (მომავალში იმპორტზეც) და შესაბამის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის დაკავებაზე.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აუცილებელ მოთხოვნებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ აკმაყოფილებთ ყველა მათგანს.

მადლობა!

აუცილებელი მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბრენდინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბრენდინგის/ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** ბრენდ ბუქის შექმნის გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის გამოცდილება;
** სოც.მედიის თანამედროვე ტენდენციების კარგად ცოდნა. სოც.მედია დაგეგმარების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბრენდის მართვის გამოცდილება;
** ეფექტური პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება
** დიზაინერული პროგრამების ცოდნა (ფოტო შოპი, ილუსტრატორი);
** სავაჭრო მარკის/ბრენდის პოზიციონირების პრინციპების, მარკეტინგულ კომუნიკაციების ცოდნა;
** FMCG-ი პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება: ბაზარზე სავაჭრო მარკის განვითარების მიმართულებით;
** გამოცდილება Trade Marketing-ში, ან/და კარგი თეორიული ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გეგმის შედგენა და პერიოდული განახლება;
** ბრენდბუქის და მესიჯბოქსის შექმნა;
** ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და მუდმივი კონტროლი;
** მუდმივი ზრუნვა და კოორდინაცია, მარკეტინგული გეგმის შესრულების პროცესზე;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების კონტროლი;
** ბაზრის შესწავლა/ანალიზი, კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** ეფექტური პრეზენტაციების მომზადება;
** ვებ გვერდის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული კადრების ეფექტური მართვა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროისა და დედლაინების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს, ახალგაზრდა, შედეგზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდთან ერთად;
** პირველი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 3 თვე (გამოსაცდელი ვადა)
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული ხელფასი - 2000-2500 ლარი + ბონუსი:
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი - 2500-3000 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** პერიოდული მივლინებები, რომელიც სრულად დაფინანსდება კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო გადაადგილების ხარჯების სრულად ანაზღაურება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით (ფოტოსურათი აუცილებელია) შემდეგ მისამართზე: info@hbc.ge არაუგვიანეს 26 მაისისა.

კანდიდატურა არ განიხილება თუ Subject-ში არ იქნება მითითებული პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |