www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექოსკოპისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის პოზიციაზე, ი. ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში.

სს "ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, 1.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა რადიოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა სამეანო კვლევის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2021 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqoskopisti-i-bokerias-referalur-hospitalshi/582

სს "ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |